გაკვეთილის გეგმები

გაკვეთილის მთავარი თემა
ჩვენი  დედასაქართველო
სწავლების საფეხური /მოსწავლეთა პროფილი
მესამე  კლასი              7 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მნიშვნელოვანია  მოსწავლეებმა  შეძლონ  ლექსის  შესწავლა  და  გააზრება,  დაეუფლონ  გამომეტყველებით  კითხვას,  განუვითარდეთ  ლოგიკური  აზროვნებისა  სიტყვის  სემანტიკაზე  დაკვირვების  უნარი.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
ვასწავლო  მოსწავლეებს  ლექსი  „ჩვენი  დედასაქართველო“.  შეძლონ  ტექსტის  აღქმა  და  გააზრება,  დაეუფლონ  გამომეტყველებითი  კითხვის   ჩვევას,  განუვითარო  ლოგიკური  აზროვნებისა  და  სიტყვის  სემანტიკაზე  დაკვირვების  უნარი.
მოსწავლეს  შეუძლია  ლექსის  აღქმა  და     გადმოცემა,  ძირითადი  ენობრივ-გრამატიკული  საშუალებების  სათანადოდ  გამოყენება,  მოსწავლეს  შეუძლია  კითხვის  მარტივი  სტრატეგიების  გამოყენება  და  მცირე  ზომის  ლექსის  საკუთარი  დამოკიდებულების  გამოხატვა.
III.2. მოსწავლეს  შეუძლია  ლიტერატურული  ტექსტის  მოსმენა  და  გააზრება.
III.3. მოსწავლეს  შეუძლია  ძირითადი   ენობრივ-გრამატიკული  საშუალებების  სათანადოდ  გამოყენება
III.9.მოსწავლეს  შეუძლია  კითხვის  მარტივი  სტრატეგიის  გამოყენება.
 წინასწარი ცოდნა
ბავშვებმა  იციან  ლექსები  დედაზე, რა არის  დედის  სახელთან  დაკავშირებული  და  რატომაა ეს  სახელები  დედასთან  გაიგივებული, შეუძლიათ  იმსჯელონ  და  გააკეთონ  დასკვნა. გამომუშავებული  აქვთ  აზრის  გამოთქმისა  და  მსჯელობის  უნარ-ჩვევები. 
.შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეს  შევაფასებ  კითხვაში,  წერით  სამუშაოში,  მსჯელობაში.
შეფასება  მოხდება  წინასწარ  შემუშავებული  რუბრიკების  საშუალებით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო,  დაფა,  ცარცი, სქემა, სურათები  დედაზე. კომპიუტერი  და  პროექტორი. 
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
საორგანიზაციო  საკითხები-3წთ.
A-ფაზა   გამოწვევა-5წთ.
მოსწავლეებს  ვთხოვ  გაიხსენონ  სიტყვები რომლებიც  დაკავშირებულია  დედასთან
კლასში  ვსვამ  კითხვებს:
რატომაა  ამ  სიტყვებში  დედა?
პარალელურად  ვმუშაობთ  ასოციაციურ  რუკაზე.
მოსწავლეებს  ვაჩვენებ  ინტერნეტიდან გადმოწერილ  მასალებს-სურათებს
შეგიძლიათ გაიხსენოთ  დედისადმი  მიძღვნილი  ლექსი?
მოსწავლეებთან  ერთად  ვადგენ  ასოციაციურ    რუკას,   რომელიც  დაკავშირებულია  დედასთან.

B ფაზა ცოდნის  კონსტრუირება
აქტივობა ლექსის კითხვა-15წთ.
ვკითხულობ  ლექსს-ჩვენი  დედასაქართველო.ლექსს ვაკითხებ
კითხვაში  გაწაფულ  რამდენიმე  მოსწავლეს
პარალელურად  ვიყენებ  ინტერნეტიდან  გადმოწერილ  სურათს. აქტივობა  ლექსის  კითხვა  ნაწილ-ნაწილ  და გამოკრებით
მოსწავლეებს  ვავალებ  ამოიკითხონ  სტრიქონები, რომლებშიც  აღწერილია  დედის  მზრუნველობა  შვილებზე,  შვილების  აღზრდა  სამშობლოს  სიყვარულით, სამშობლოს  ღრმა  სიყვარული.
მოსწავლეები  პასუხობენ  სახელმძღვანელოში  მოცემულ  კითხვებს
როგორ  არის  ლექსში  დახასიათებული  დედა?-10წთ.
რატომ  არის  შედარებული  საქართველო  დედასთან?
აქტივობა-ომონიმებზე  მუშაობა-7წთ.

 შევადაროთ    სიტყვა  ,,ნანა“  წინადადებებში: ,,დედის  ნანა  გვზრდიდა,“
,,ნანა  ბეჯითი  მოსწავლეა“
ვეკითხები  მოსწავლეებს:- რას  ამჩნევთ?
აქტივობა-გეოგრაფიულსა  და  წარმომავლობის  სახელებზე  დაკვირვება .
საქართველო-ქართველი
საბერძნეთი-ბერძენი
საფრანგეთი-ფრანგი
თურქეთი-თურქი
სომხეთი-სომეხი
რუსეთი-რუსი.
C-ფაზა  რეფლექსია
შევაჯამებ  გაკვეთილს-5წთ.
მოსწავლეები  აჯამებენ  რა  გაიგეს ახალი  ამ  გაკვეთილზე,  ერთმანეთს  ვუზიარებთ  შთაბეჭდილებებს.
ვაფასებ  მოსწავლეებს
ვიყენებ  პროექტორს.
წერითი  სამუშაო-დავალება №1(მოსწავლის 
რვეული);
გაიხსენონ  შესწავლილი  ლექსები  დედაზე,  სამშობლოზე.

Комментариев нет:

Отправить комментарий