პროექტები

პროექტის  სახელწოდება-სუფთა  და  დაბინძურებული  გარემო.
პროექტის  მთავარი  იდეა
 შევდივარ  კლასში  და  მოსწავლეებს ვუსვამ  კითხვებს:
რატომ  გვხვდება  ჩვენს  ირგვლივ  დანაგვიანებული  გარემო?
ვინ  აბინძურებს  გარემოს?
რა  შეიძლება  მოჰყვეს  დაბინძურებულ  გარემოს?
საკითხის  ღრმად  შესწავლის  მიზნით  შევთავაზებ  მოსწავლეებს  პროექტზე  მუშაობას-
 ,,სუფთა  და  დაბინძურებული  გარემო.“
შევიმუშავებთ  პროექტის  სამუშაო  გეგმას  და  გადავინაწილებთ  დავალებებს.
პროექტის  აქტუალობა
მოსწავლეებს  გამოუმუშავდეთ  გარემოს  დასუფთავებაზე  მზრუნველი  დამოკიდებულება
პროექტის  მიზნები
მათ  უნდა  იზრუნონ  გარემოს  სისუფთავის  შესანარჩუნებლად  და  ამისკენ  სხვებსაც  მოუწოდონ.  გამოუმუშავდეთ  კვლევა-ძიებისა  და  ურთიერთ  თანამშრომლობის  უნარ-ჩვევები.  პრეზენტაციის  უნარ-ჩვევა.
მონაწილეთა  ასაკი-9  წლის.
ვადები/ ხანგრძლივობა-ორი  თვე.
მოსალოდნელი  შედეგები
კედლის  გაზეთი,  სლაიდები.
პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები-კომპიუტერი,  სახელმძღვანელო,  ფოტოაპარატი,  პროექტორი.
პროექტის  მსვლელობა:
პროექტში  მოსწავლეებს  დავყოფ  ორ  ჯგუფად 
პირველ ჯგუფს  ვაძლევ  დავალებას  მოიძიონ  ინტერნეტიდან  ინფორმაცია თუ  რა  იწვევს  გარემოს  დაბინძურებას
ინფორმაცია  წარმოადგინონ  პრეზენტაციის  სახით
მეორე  ჯგუფი  აღწერს  რა  უნდა  გაკეთდეს  გარემოში  სისუფთავის  შესანარჩუნებლად.
გავმართავ  შუალედურ  პრეზენტაციას
მოხდება  მოპოვებული  ინფორმაციის  დამუშავება-დახარისხება.  მოსწავლეებს  გავაერთიანებ  ერთ  ჯგუფში  და  ვაძლევ  დავალებას-სუფთა  და  დაბინძურებული  გარემო.
მოემზადებიან  პრეზენტაციისათვის.
დასასრულს  გაიმართება  პროექტის  პრეზენტაცია. 
საგნებთან  კავშირი/ საგნობრივ  ჯგუფებთან/ ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან.
ჩვენი  გარემო,  ისტი.
პროექტის  ხელმძღვანელი-ეთერ  საჯაია.
ხელმძღვანელის  ელ.  ფოსტა-eterisajaia@2016gmail.com

პროექტის  ვებ-გვერდი/ბლოგი: www.eterisajaia2016.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий